Accentnews.ge
აფხაზეთში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი იწყება

აფხაზეთში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი იწყება

24/08/2022 11:30:50 კონფლიქტები

დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფეისალ მიკდადის სამდღიანი ვიზიტი იწყება.

აფხაზური მხარის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბასთან, "მთავრობისა" და "პარლამენტის" წევრებთან.

ინალ არძინბასთან შეხვედრის შემდეგ "პოლიტიკური კონსულტაციების სფეროში ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმის" გაფორმებაა დაგეგმილი.

სოხუმში ვიზიტამდე ფეისალ მიკდადი მოსკოვში რუსლ კოლეგა სერგეი ლავროვს შეხვდა, პრეზიდენტ პუტინს კი სირიელი კოლეგის ბაშარ ასადის მოკითხვა და "უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომში გამარჯვების" სურვილი გადასცა.

სირიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის მაისში აღიარა. 2020 წლის 6 ოქტომბერს დამასკოში "აფხაზეთის საელჩო" გაიხსნა. 2021 წლის მაისში სირიაში ვიზიტად აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია იმყოფებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S