
„ფორმულას“ გადამღები ჯგუფისთვის ხელის შეშლის გამო ერთი პირი დააკავეს
25/08/2022 12:00:38 სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
24 აგვისტოს "ფორმულას" გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ჩართვის დროს თავს დაესხნენ.
ტელეარხის ცნობით, უცნობმა პირმა ჟურნალისტ რატი წვერავას მიკროფონი წაართვა, დანით ემუქრებოდა და ცდილობდა, თავს დასხმოდა ოპერატორს.