26-08-2022 12:37:35 ეკონომიკა ,რეკლამა
სესხის აღება მომხმარებლებისთვის უკვე საკმაოდ მარტივი და კომფორტული პროცესი გახდა. საქართველოში ამ სერვისით უამრავი ადამიანი სარგებლობს. ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ გარკვეული რაოდენობის თანხა მიიღოთ პირდაპირ თქვენს ანგარიშზე.
ზოგჯერ ადამიანს თანხა ძალიან ესაჭიროება. შესაძლოა, გინდოდეთ სამოგზაუროდ წასვლა ან მობილური ტელეფონები გიზიდავთ და მისი შეძენა გსურთ. ამ სიტუაციაში სწრაფი სესხი კარგი გამოსავალია.
პირველ რიგში, უნდა შეარჩიოთ კრედიტორი კომპანია, რომლისგანაც მიიღებთ თანხას. შემდეგ ორივე მხარის გათვალისწინებითა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, დგინდება ხელშეკრულება. აღნიშნულ ხელშეკრულებას სესხის დაფარვის ბოლო დღემდე ემორჩილება როგორც მსესხებელი, ასევე კრედიტორი კომპანია. აღებული თანხის დაფარვა ხდება გარკვეული პერიოდის მანძილზე. პირობებს, რომელსაც კრედიტორი კომპანია შემოგთავაზებთ, აუცილებლად გაეცანით ყურადღებით.
ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანები სავალალო სიტუაციის წინაშე დგებიან. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პირობები ყურადღებით არ წაიკითხეს. თავიდან, რომ აირიდოთ მსგავსი პრობლემები, ყურადღება გმართებთ. მით უმეტეს, მაშინ როდესაც საქმე თანხასა და კრედიტორ კომპანიებს ეხება.
თვითონ პროცესი ძალიან მარტივია და მოკლე დროში შეგიძლიათ მისი შესრულება. სულ რაღაც რამდენიმე, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს.
როგორ ავიღოთ სწრაფი სესხი?
ვინაიდან სესხის აღება დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, აუცილებელია წინასწარ გაიაზროთ მისი მიზნობრიობა. ცხადია, სასიამოვნოა, როდესაც თქვენი სურვილების ასრულებისთვის საკმარის თანხას მიიღებთ, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. კარგად დაფიქრდით სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ და დარწმუნდით, რომ თანხას, რომელსაც იღებთ, ნამდვილად გჭირდებათ.
თუ შეგექმნათ რაიმე სახის პრობლემა და თანხის გადახდას ვერ ახერხებთ დათქმულ დროს, ნუ ინერვიულებთ. თქვენ საშუალება გეძლევათ გადახდის თარიღი გადაავადოთ, მაგრამ ამ ყოველივეს მოყვება დაკისრებული ჯარიმა. თანხის გადახდის დარღვევის ან გადაცილების შემთხვევაში მოგიწევთ იმაზე მეტის გადახდა ვიდრე მანამდე იხდიდით. თითოეული დარღვევა თქვენს საბანკო ისტორიაზე უარყოფითად მოქმედებს, რაც მომავალში სესხის აღებაში ხელს შეგიშლით.
რაც შეეხება კრედიტორ კომპანიებს, საკმაოდ ბევრია საქართველოში. თითოეული მათგანის პირობები განსხვავებულია. ასეთ შემთხვევაში, თქვენთვის სასიკეთოა რამდენიმე კომპანიასთან ერთდროულად კომუნიკაცია. მათთან კონსულტაცია დაგეხმარებათ შეარჩიოთ საუკეთესო ვარიანტი, რომელიც თქვენთვის უფრო მომგებიანი იქნება.
მოკლე დროში, როცა თანხა ძალიან გჭირდებათ, გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ არის. ასეთ დროს Finpanda დაგეხმარებათ. ამ პლატფორმაზე, ერთ სივრცეში შეხვდებით სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციების შემოთევაზებებსა და პირობებს. თანხის მიღების შემდეგ, შეგეძლებათ ის თქვენი სურვილისამებრ გამოიყენოთ - შეიძინოთ ტელევიზორები, ნაძვის ხე საახალწლოდ, სამოსი ან ნებისმიერი სხვა რამ.