Accentnews.ge
სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირები 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირები 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

26/08/2022 11:21:20 სამართალი

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირების: ბესიკ თამლიანის, ემზარ სიუკაევისა და სტეფანე გიქოშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გადაისინჯა, სამივე მათგანი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ემზარ სიუკაევი და სტეფანე გიქოშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, ბესიკ თამლიანი კი დღევანდელ სასამართლო პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა, შესაბამისად, მისი გათავისუფლება დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მოხდება.

ცნობისთვის: ბესიკ თამლიანს, ემზარ სიუკაევსა და სტეფანე გიქოშვილს პატიმრობის 9-თვიანი ვადა 29 აგვისტოს ეწურებოდათ, შესაბამისად, მოსამართლემ მათთვის პატიმრობის შეცვლაზე იმსჯელა.

საქმის არსებითი განხილვა 15 სექტემბერს გაგრძელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S