Accentnews.ge
"რუსეთ-ბელარუსის კავშირთან აფხაზეთის ვერანაირი ინტეგრაცია ვერ იქნება შესაბამისობაში ვერცერთ საერთაშორისო კანონთან"

"რუსეთ-ბელარუსის კავშირთან აფხაზეთის ვერანაირი ინტეგრაცია ვერ იქნება შესაბამისობაში ვერცერთ საერთაშორისო კანონთან"

26/08/2022 12:39:44 პოლიტიკა

"აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, ოკუპაცია დროებითია", – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას განცხადებას რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოსთან შეერთების თაობაზე.

მისი თქმით, "რუსეთ-ბელარუსის კავშირთან ვერანაირი ინტეგრაცია ვერ იქნება შესაბამისობაში ვერცერთ საერთაშორისო კანონთან".

"ჩემი ღრმა რწმენით იმდენად წარმოუდგენელია ის, რაც ხდება, ეს დიდხანს არ გაგრძელდება. მჯერა, ისევ ერთ ენაზე დავიწყებთ საუბარს – ერთიან პოლიტიკურ ხედვას ვგულისხმობ და ისევ ერთად ვიქნებით“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

"აფხაზეთი მზადაა, შეუერთდეს რუსეთის, ბელარუსისა და სხვა ქვეყნების საკავშირო სახელმწიფოს, რომელიც უკრაინაში ომის შემდეგ შეიძლება, ჩამოყალიბდეს" - ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტ სოლოვიოვის იუთუბ-გადაცემის ეთერში დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S