
ხერსონში თანამდებობის პირი მოკლეს, რომელიც ოკუპანტებთან თანამშრომლობდა – მედია
29/08/2022 06:02:38 ევროპა
ოკუპირებულ ხერსონში მოკლეს ყოფილი სახალხო დეპუტატი ოლექსი კოვალიოვი, რომელიც უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპანტებთან თანამშრომლობდა.
თადაპირველად ინფორმაცია ანინიმურ ტელეგრამ–არხებზე გაჩნდა, შემდეგ ცნობა უკრაინულ მედიასაშუალებას საკუთარმა წყაროებმა დაუდასტურეს.
ინფორმაცია „მოსტის“ რამდენიმე წყარომ სამართალდამცავი ორგანოებიდან ირიბად დაადასტურა. თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ წყაროები სიფრთხილით ეკიდებიან განცხადებებს, რადგან „ინსცენირების“ შესაძლებლობა არსებობს.
2022 წლის აპრილის დასაწყისში ალექსეი კოვალევმა დაწერა, რომ ოკუპაციის მიუხედავად, ხერსონში იმყოფებოდა, რათა „თავის რაიონში ემუშავა“. გამოძიების სახელმწიფო ბიურომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
3 მაისს კოვალევი გარიცხეს "ხალხის მსახურის" ფრაქციიდან. როდესაც 8 ივნისს კოვალევმა აღიარა, რომ თანამშრომლობდა რუს დამპყრობლებთან ხერსონის რაიონში, ფრაქცია „ხალხის მსახურმა“ მოუწოდა უმაღლეს რადას, მისთვის მანდატი ჩამოერთვა.
22 ივნისს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა დაადასტურა, რომ კოვალევის მანქანა ხერსონის რაიონში ააფეთქეს. 30 ივნისს რუს პროპაგანდისტებთან ინტერვიუში კოვალევმა განაცხადა, რომ ის გადაურჩა მკვლელობის მცდელობას.
გამოძიების სახელმწიფო ბიუროს ცნობით, ივლისის დასაწყისში ალექსეი კოვალევმა დაიკავა ოკუპანტების მიერ შექმნილი "ხერსონის ოლქის მთავრობაში" ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა.