
187 დღე ომში: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს
29/08/2022 07:24:52 ევროპა
უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსულმა არმიამ 47 000–ზე მეტი ჯარისკაცი და ათასობით ტექნიკა დაკარგა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.
კერძოდ, უწყების ცნობით, 29 აგვისტოს მდგომარეობით უკრაინაში რუსეთის დანაკარგები ასე გამოიყურება:
- პირადი შემადგენლობა – 47 100 (+350 გასულ დღე–ღამეში),
- ტანკი – 1 947 (+5),
- ჯავშანტექნიკა – 4 269 (+12),
- საარტილერიო სისტემა – 1 060 (+10),
- მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 279 (+5),
- საჰაერო თავდაცვის სისტემა – 149 (+1),
- საბრძოლო თვითმფრინავი – 234,
- ვერტმფრენი – 203 (+1),
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 844 (+6),
- გემი/ნავი – 15,
- სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი – 3 188 (+17),
- სპეცტექნიკა – 101 (+2)
გენშტაბის ცნობით, მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი დონეცკის მიმართულებით განიცადა.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობაში აცხადებენ, რომ რუსი სამხედროები მძიმე ტექნიკის, არტილერიის და ავიაციის გამოყენებით განაგრძობენ შეტევას ზაპოროჟიეს, ხარკოვის და დონეცკის ოლქებში.
უკრაინის გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, მოწინააღმდეგემ ტანკებით, არტილერიით და ავიაციით იერიში მიიტანა ხარკოვის და ზაპოროჟიეს ოლქების 15-მდე დასახლებულ პუნქტზე.
გენშტაბის ცნობითვე, დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკის მიმართულებით რუსულმა ძალებმა დაცხრილეს 5 დასახლებული პუნქტი და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით სცადეს უკრაინელი სამხედროების პოზიციების დაზვერვა, თუმცა, დასახლებულ პუნქტ დოლინასთან დანაკარგი განიცადეს და უკან დაიხიეს. გენერალური შტაბის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის შეტევა შეაჩერეს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მახლობლადაც.
საომარი მოქმედებების პირობებში, ოფიციალური ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.