Accentnews.ge
საქართველოში ნატო–ს სახმელეთო ძალების სარდლობის ოფიცრები იმყოფებიან

საქართველოში ნატო–ს სახმელეთო ძალების სარდლობის ოფიცრები იმყოფებიან

29/08/2022 07:26:19 თავდაცვა

საქართველოში ნატო–ს სამეკავშირეო ოფისის განცხადბით, ქვეყანას ალიანსის სახმელეთო ძალების სარდლობის ოფიცრები ესტუმრნენ.

მისი ცნობით, "ოფიცრები საქართველოში "ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის" (OCC) საკონსულტაციო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან, საქართველოში ნატო–ს მეორე დონის შეფასებისათვის (NEL2)".

"საქართველო არის ნატო–ს პრიორიტეტული პარტნიორი, რომლის ქვეითთა ასეულიც ნატო–ს "რეაგირების ძალების ნაწილია" (NRF). ეს ვიზიტი LANDCOM-სა და საქართველოს სახმელეთო ძალებს შორის ძლიერი და ხანგრძლივი ურთიერთობის ნაწილია", – აცხადებს საქართველოში ნატო–ს სამეკავშირეო ოფისი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S