Accentnews.ge
ვანში 39 წლის მამაკაცი მოკლეს

ვანში 39 წლის მამაკაცი მოკლეს

29/08/2022 11:50:39 სამართალი

ვანში 39 წლის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ახლობლების ინფორმაციით, დავით ჩხეიძე საკუთარ კაფეში იმყოფებოდა, სადაც სტუმრებს შორის დაპირისპირება მოხდა. მათივე თქმით, დავით ჩხეიძემ მათ ჩხუბის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რასაც ერთ-ერთი სტუმრის გაღიზიანება მოყვა. როგორც მოკლულის ოჯახის წევრები აცხადებენ, აღნიშნული პირი მოგვიანებით დავით ჩხეიძეს ზურგიდან მიეპარა და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ბრალდებული დაკავებულია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S