Accentnews.ge
ცხინვალი თბილისს "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცის დარღვევაში" ადანაშაულებს

ცხინვალი თბილისს "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცის დარღვევაში" ადანაშაულებს

29/08/2022 11:46:21 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონი დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახური ქართულ მხარეს "რესპუბლიკის საჰაერო სივრცის უკანონო დარღვევაში" ადანაშაულებს.

როგორც დღეს დე ფაქტო პრეზიდენტთან გამართული თათბირის მსვლელობისას სამსახურის ხელმძღვანელმა ვალერი ალიხანკიმ განაცხადა, ღამით თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი საჩხერის მოდამოებიდან აფრინდა და ადგილობრივი დროით 22:15სთ-ზე წნელის თავზე დაფიქსირდა.

"ჩვენი სასაზღვრო რაზმები კვლავინდებურად აფიქსირებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების საქმიანობას, რომლებიც საქართველოს შსს-ს თანამშრომლებთან ერთად ახორციელებენ დაკვირვებას, ფოტო-და ვიდეო-ფიქსაციასსაზღვრისპირა ტერიტორიიდან, მათ შორის - უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით" - განაცხადა ვალერი ალიხანკიმ.

მისივე მტკიცებით, "მიღებულია ინფორმაცია, საზღვრისპირა ტერიტორიისკენ მიმავალ გზებზე, კერძოდ ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა მცხეთიჯვრისა და დასახლებულ პუნქტ წაბლის მიდამოებში ქართული საპოლიციო საგუშაგოების განთავსების თაობაზე".

"Toyota Hilux"-ის მარკის ავტომანქანით ჩვენი უწყების 4 თანამშრომელი საზღვრისპირა ზონისკენ მომავალ ადამიანებს საბუთებს უმოწმებს, რათა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების მოხვედრა და პროვოკაციები გამოირიცხოს" - განაცხადა ალიხანკიმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S