
უკრაინა კონტრშეტევის წინარე ოპერაციას იწყებს – CNN
29/08/2022 14:36:26 ევროპა
უკრაინულმა მხარემ დაიწყო კონტრშეტევის წინარე ოპერაცია,- იუწყება CNN ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
კონტრშეტევის წინარე ოპერაცია ითვალისწინებს სამეთაურო შტაბებზე, ამუნიციის საცავებსა და სხვა ობიექტებზე თავდასხმას.
ოფიციალური პირების ცნობით, კონტრშეტევა, რომელსაც უკრაინული მხარე წამოიწყებს, ასევე გააერთიანებს საჰაერო და სახმელეთო კომპონენტებსაც.
„კი, უკრაინულმა ძალებმა დაიწყეს კონტრშეტევა რამდენიმე მიმართულებით სამხრეთის ფრონტზე, რათა გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები“, – განუცხადა სამხრეთის სარდლობის წარმომადგენელმა ნატალია ჰუმენიუკმა CNN-ს.
ხერსონის ოლქში რუსულ ობიექტებზე თავდასხმები ზაფხულში გახშირდა.