Accentnews.ge
ზელენსკი: "რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის"

ზელენსკი: "რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის"

29/08/2022 15:25:53 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

მან რუსეთი იმ ალიგატორს შეადარა, რომელიც მიისწრაფვის დაეუფლოს ყველაფერს, რაც მას არ ეკუთვნის:

„ისინი მზად არ არიან მოლაპარაკებებისთვის. მათთვის მოლაპარაკებები ულტიმატუმების რიგია იმის შესახებ, რომ ჩვენ ყირიმი და დონბასი რუსულ ტერიტორიად უნდა ვაღიაროთ. ცოტა ხნის წინ მათ საჯაროდ დაიწყეს საუბარი, რომ უკრაინამ ჩვენი ქვეყნის სამხრეთი უნდა აღიაროს რუსულ ტერიტორიად, მას შემდეგ რაც ისინი ჩაატარებენ „რეფერენდუმების“ ახალ სერიას. არ აქვს მნიშვნელობა მას რას ეტყვი - ნებისმიერ შემთხვევაში ისინი დაბრუნდებიან ახალი ტერიტორიებისთვის ნახევარი წლის განმავლობაში, მაგალითად".

ამასთან, ზელენსკის თქმით, მისთვის ძნელია იმის განსაზღვრა, როდის შეიძლება, დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები.

პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთი მათი გამართვის წინადადებით მას შემდეგ გამოვა, რაც მთელი მსოფლიოს ძალას დაინახავს, რომელიც მხარს უკრაინას უჭერს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S