
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი დაიბარეს
29/08/2022 21:22:25 ევროპა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი იაღმურ აჰმეთ გიულდერე დაიბარა ინფორმაციის გამო, რომ ბოსფორის სრუტეში სარაკეტო სისტემით დატვირთულმა რუსულმა გემმა გაიარა.
მინისტრის მოადგილემ მიკოლა ტოჩიცკიმ თურქეთის ელჩს გადასცა უკრაინული მხარის შეშფოთება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დაქირავებული გემ „სპარტა II“-ის მიერ სირიიდან რუსეთში S-300PMU-2 სარაკეტო სისტემების ბოსფორით ტრანსპორტირების შესახებ არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის საელჩოს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტყვიერი ნოტა გადაეცა“,– ნათქვამია 29 აგვისტოს შეტყობინებაში.ტოჩიცკიმ, კერძოდ, აღნიშნა, რომ აღნიშნული ხომალდი სრუტის 1936 წლის კონვენციის მიხედვით, ექვემდებარება სამხედრო გემის განმარტებას. მან თურქულ მხარეს მიმართა სპარტა II-ის ბორტზე არსებული ტვირთის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით:
„მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე მკაცრად დაიცავს 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებას რუსეთ-უკრაინის ომის დროს რუსული ხომალდებისთვის შავი ზღვის სრუტის დაკეტვის შესახებ, თურქეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის თანმიმდევრული პოზიციის შესაბამისად უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდასაჭერად“.
თურქულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
27 თებერვალს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთმა გადაწყვიტა, შეასრულოს მონტრეს საერთაშორისო კონვენციის დებულებები, რომლითაც შესაძლებელი გახდა რუსული ხომალდების გადაადგილების შეზღუდვა ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში.