Accentnews.ge
ბრიტანულმა დაზვერვამ კომენტარი გააკეთა სამხრეთ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე

ბრიტანულმა დაზვერვამ კომენტარი გააკეთა სამხრეთ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე

30/08/2022 06:33:36 ევროპა

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახური იუწყება, რომ 29 აგვისტოს დილით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გააძლიერა საარტილერიო დაბომბვა სამხრეთ უკრაინის ფრონტის მიმართულებით.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკრაინის ზუსტი დარტყმები კვლავ აფერხებს რუსული ჯარების შევსებას, მაგრამ ჯერჯერობით შეუძლებელია უკრაინის თავდასხმების მიღწევების მასშტაბის დადასტურება.

„თუმცა აგვისტოს დასაწყისიდან რუსეთი მნიშვნელოვან ძალისხმევას ახორციელებს თავისი ძალების გასაძლიერებლად ხერსონის მახლობლად დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე. სამხრეთ სამხედრო ოლქის 49-ე გაერთიანებული არმია სავარაუდოდ, გაძლიერდა აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 35-ე გაერთიანებული შეიარაღების არმიის კომპონენტებით. ხერსონის ირგვლივ დანაყოფების უმეტესობა სავარაუდოდ, არასაკმარისია და დამოკიდებულნი არიან სუსტ მიწოდების ხაზებზე დნეპერზე საბორნე და პონტონური ხიდების გავლით,” - ნათქვამია 30 აგვისტოს ანგარიშში.

ბრიტანული დაზვერვა თვლის, რომ ქვედანაყოფების ეს ინტეგრაცია უკრაინაში რუსული ძალების მნიშვნელოვან რეორგანიზაციაზე მიუთითებს.

„არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთი გადავიდა რამდენიმე ნახევრად დამოუკიდებელი ოპერატიული სარდლობის რაციონალიზაციაზე. თუ უკრაინა მოახერხებს ხანგრძლივი შეტევითი ოპერაციების დაწყებას, ამ შეუმოწმებელი სტრუქტურის ერთობლიობა სავარაუდოდ, საკვანძო ფაქტორი იქნება სამხრეთში რუსეთის თავდაცვის გამძლეობისთვის“.

29 აგვისტოს „კახოვკას“ დაჯგუფებამ განაცხადა, რომ რუსეთის 109-ე პოლკმა უკან დაიხია პოზიციებიდან და ”რუსი მედესანტეები, რომლებიც მათ მხარს უჭერდნენ, გაიქცნენ ბრძოლის ველიდან”. მოგვიანებით მედიამ გაავრცელა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი ოპერაციების შესახებ სამხრეთ უკრაინაში - უკრაინელმა სამხედროებმა გაარღვიეს საოკუპაციო ძალების თავდაცვის პირველი ხაზი ხერსონის რეგიონში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა უკრაინის იერიშის დაწყება, მაგრამ ირწმუნება, რომ შეტეუა წარუმატებელი აღმოჩნდა და მისმა ძალებმა უკრაინელებს დიდი ზარალი მიაყენეს:

„მტრის მიერ თავდასხმის მცდელობამ სრული მარცხი განიცადა“.

მანამდე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ხელმძღვანელი სერგეი აკსენოვი ირწმუნებოდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სამხრეთით კონტრშეტევაზე გადასვლის შესახებ ცნობა „უკრაინული პროპაგანდის მორიგი „ფეიკია.“

ამავე დროს, ხერსონის ოლქში რუსეთის მიერ დანიშნული „ხელმძღვანელის მოადგილემ" იური სობოლევსკიმ მოსახლეობას მოუწოდა, საკუთარი თავისა და ახლობლების უსაფრთხოებაზე იზრუნონ. კახოვკის რაიონში რუსეთის მიერ დანიშნული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის „ხელმძღვანელის" ვლადიმირ ლეონტიევის თქმით, ნოვაია-კახოვკის მცხოვრებლებისთვის გამოცხადებულია ევაკუაცია სამუშაო ადგილებიდან, „ხალხი იმყოფება ქალაქში, თავშესაფრებში, რადგან განგაშის ხმა არ წყდება".

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ამბობს, რომ უკრაინელი დამცველები დამპყრობლებს საზღვრამდე მირეკენ, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალების გეგმებზე არავინ არაფერს იტყვის და დროა, რუსი სამხედროები გაიქცნენ ან დანებდნენ.

„ვის უნდა, იცოდეს, რა გეგმები გვაქვს? კონკრეტულად ვერც ერთი პასუხისმგებელი პირისგან ვერ გაიგებთ, რადგან ეს ომია და ომში ასეა. მაგრამ დამპყრობლებმა უნდა იცოდნენ: ჩვენ მათ საზღვრამდე მივრეკავთ. ჩვენს საზღვრამდე, რომლის ხაზიც არ შეცვლილა. დამპყრობლები მას კარგად იცნობენ. თუ მათ გადარჩენა სურთ, დროა, გაიქცნენ. თუ რუსეთში, შინ დაბრუნება აშინებთ, ჩაბარდნენ. ჟენევის კონვენციის ყველა ნორმის შესრულების გარანტიას ვაძლევ“,– განაცხადა ზელენსკიმ 29 აგვისტოს ღამეს, ტრადიციული ვიდეომიმართვისას მას შემდეგ, რაც უკრაინის მიერ ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევის შესახებ გახდა ცნობილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S