
ბათუმის სტუდია "ზღვის შვილებმა“ რომში გამართულ ფესტივალში გაიმარჯვეს
30/08/2022 07:32:31 რეგიონები, რეკლამა
იტალიაში, რომში 26 აგვისტოს გამართულ მუსიკალურ ფესტივალში "კრეატიულობა საზღვრებს გარეშე 2022" ( „Creativita Senza Confini 2022“) ყველა ნომინაციაში საუკეთესო საპრიზო ადგილები და გამარჯვება ბათუმის სტუდია "ზღვის შვილებმა“ მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მისი ცნობით, იტალიაში წარმატებმა ბათუმელმა მოსწავლეებმა, სსიპ აჭარის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით მოიპოვეს. ცენტრი კვლავაც გააგრძელებს ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობას და მათ მხარდაჭერას.