Accentnews.ge
"სააკაშვილისთვის ცალკე ექსპერტიზის ჩატარება საქმის გაჭიანურებას ემსახურება"

"სააკაშვილისთვის ცალკე ექსპერტიზის ჩატარება საქმის გაჭიანურებას ემსახურება"

30/08/2022 09:33:26 სამართალი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ სააკაშვილისთვის დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება საქმის გაჭიანურებას ემსახურება.

„როგორც იურისტს ბატონ რატის დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მან ძალიან კარგად იცის ტერმინი გაჭიანურება საქმის. ეს ამჟამად მხოლოდ საქმის გაჭიანურებას ემსახურება. ამიტომ, გაჭიანურებას რომ არ ჰქონდეს ადგილი, იქით ვთავაზობ გამოსავალს. ახლავე შეუძლიათ ამ საექსპერტო ჯგუფში ჩართონ თავიანთი ჯგუფები, იქნება ეს სამხარაული თუ სხვა რომელიმე კერძო ექსპერტიზა […] თავად საქმის გაჭიანურება დაკავშირებულია ამ ადამიანის სიცოცხლესთან და ჯანმრთელობის კიდევ უფრო გაუარესებასთან“.

ამასთან, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, თუ იმ ექსპერტიზით, რომელსაც სააკაშვილს ცენტრი „ემპათია“ და უცხოელი ექსეპრტები უტარებენ, დადგინდება, რომ ექსპრეზიდენტს ჯანმრთლების მდგომარეობა სასჯელის მოხდაში ხელს უშლის და საზღვარგარეთ გადაყვანა ესაჭიროება, მაშინ სასამრთლოს მიმართავენ, რომ იუსტიციის სამინისტროს დამატებით ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილდეს.

"კიდევ ერთი, თუ ჩვენი ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ დანიშნავს რომელიმე დაწესებულება სასამართლო ექსპერტიზას, აქ შეიძლება, გამოყენებული იყოს ხრიკი, რომელსაც ხშირად მიმართავს ხოლმე სახელმწიფო, რომ ჩატარდება ექსპერტიზა და [იტყვიან] პირველი ექსპერტიზიდან მეორე ექსპერტიზამდე გარკვეული მკურნალობა ჩაუტარდა და მდგომარეობა გაუმჯობესდა“, – დასძინა ხაჭაპურიძემ.

ამასთან, ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ექსპერტებთან ითანამშრომლებს.

"ალტერნატიულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს მათი გადასაწყვეტია. ხელისუფლება თუ დანიშვნას ექსპერტიზას, მიხეილ სააკაშვილის თანხმობის გარეშე შეუძლია ჩაატაროს. ქართული კანონმდებლობით, იძულების წესითაც შეუძლიათ ექსპერტიზის დანიშვნა მოსამართლის განჩინების საფუძველზე. ან რა აქვს საწინაამღმდეგო? ითანამშრომლებს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S