Accentnews.ge
ბჟანიამ ლუკაშენკოს დაბადების დღე მიულოცა

ბჟანიამ ლუკაშენკოს დაბადების დღე მიულოცა

30/08/2022 16:03:37 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბელარუსის ლიდერს ალექსანდრე ლუკაშენკოს დაბადების დღე მოულოცა.

ბჟანიამ ლუკაშენკოს „მშვიდობა, კეთილდღეობა, ჯანმრთელობა, ნაყოფიერი სამუშაო და უკრაინის კეთილდღეობა“ უსურვა:

„თქვენი ცხოვრებისეული გზა თქვენი ხალხისა და სამშობლოსადმი თავდაუზოგავ სამსახურთან განუყოფლადაა დაკავშირებული. თქვენ ეროვნული ლიდერის ნათელი მაგალითი ხართ, რომლის სიბრძნე, ძალა და გამოცდილება დაუღალავადაა მიმართული ქვეყნის განვითარებასა და გაძლიერებაზე, მოქალაქეთა კეთილდღეობის ამაღლებაზე“.

მანამდე ბჟანიამ განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი მზად არის რუსეთის, ბელარუსისა და სხვა ქვეყნების სამოკავშირეო სახელმწიფოს შეუერთდეს, რომელიც შესაძლოა, უკრაინის ომის შემდეგ შეიქმნას.

2020 წლის აგვისტოში ლუკაშენკომ განაცხადა, რომ განიხილავდა ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობის" აღიარების საკითხს, თუმცა, მისი თქმით, დასავლეთი სანქციებით დაემუქრა, ამ სანქციებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციაზე კი, რუსეთთან ვერ შეთანხმდა. ამასთან, მან „საქართველოსთვის ცხინვალის წართმევას ცუდი ფაქტი“ უწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S