
„საქართველოს უკვდავი პოლკი“ ოფიციალურად დარეგისტრირდა
10/10/2019 15:52:25 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტროს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრმა ოფიციალურად დაარეგისტრირა „პატრიოტული საზოგადოებრივი მოძრაობა საქართველოს უკვდავი პოლკი". ორგანიზაციას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსი აქვს. მისი ხელმძღვანელი რევაზ გოგიძეა.
"უკვდავი პოლკი" რუსული პროექტია, რომელსაც ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ქვეორგანიზაციები გააჩნია. „უკვდავი პოლკის" წევრები და მათი მხარდამჭერები 9 მაისს საქართველოშიც აწყობენ აქციებს. „უკვდავ პოლკს“ აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.