Accentnews.ge
„ივანიშვილმა დიპლომატებს უთხრა, რომ ძალაუფლების ალტერნატიული ცენტრი იქმნებოდა“

„ივანიშვილმა დიპლომატებს უთხრა, რომ ძალაუფლების ალტერნატიული ცენტრი იქმნებოდა“

10/10/2019 17:15:57 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

სამოქალაქო მოძრაობა „ლელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, ექს–პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 2018 წლის ზაფხულში დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის და ყოფილ პრემერ გიორგი კვირიკაშვილის გარშემო „ძალაუფლების ალტერნატიული ცენტრი იქმნებოდა“.  

ჯაფარიძის თქმით, აღნიშნული გახდა მათ წინააღმდეგ საქმის აღძრვის მიზეზი. 

„ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა, რომელიც ესწრებოდა შეხვედრას შარშან ზაფხულში ბატონი ბიძინას მონაწილეობით კონფიდენციალურად მითხრა, რომ ბატონმა ბიძინამ დიპლომატებთან საუბრისას თქვა, რომ აქ იქმნება ძალაუფლების ალტერნატიული ცენტრი“, — განაცხადა ჯაფარიძემ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას, თუმცა მას არ დაუსახელებია ხსენებული დიპლომატის ვინაობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S