Accentnews.ge
რუსი მედესანტე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა, თავშესაფარს ითხოვს

რუსი მედესანტე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა, თავშესაფარს ითხოვს

31/08/2022 12:31:12 ევროპა

რუსი მედესანტე პაველ ფილატიევი, რომელმაც ქვეყანა უკრაინასთან ომის კრიტიკის შემდეგ დატოვა, საფრანგეთში თავშესაფრის მოთხოვნას აპირებს,– ამის შესახებ მისმა ადვოკატმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ყოფილმა სამხედრომ მიიღო ოფიციალური ნებართვა საფრანგეთის ხელისუფლებისგან, რამაც მას 30 აგვისტოს საშუალება მისცა, დაეტოვებინა პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში თავშესაფრის მაძიებელთა მოსაცდელი.

ფილატიევი ორი თვის განმავლობაში მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში. მოგვიანებით მან უკრაინა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა და დაწერა წიგნი „ZOV“, რომელშიც დაგმო რუსული ძალის მოქმედება.

„ჩვენ არ გვქონდა მორალური უფლება, თავს დავსხმოდით სხვა ქვეყანას. ეს ომი არავის სჭირდებოდა“,– განაცხადა ყოფილმა სამხედრომ.

ამასთან, როგორც მან ერთ–ერთ ინტერვიუში აღნიშნა, საწყის ეტაპზე, როდესაც მისი დანაყოფი გადაისროლეს უკრაინაში, დარწმუნებული იყო, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა საომარი მოქმედებები, თუმცა მოგვიანებით რეალობა შეიტყო და საკუთარი პოზიცია ჩამოუყალიბდა მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში.

რუსეთიდან წასვლამდე ფილატიევმა განაცხადა, რომ წიგნის გამოქვეყნების შემდეგ რამდენჯერმე შეცვალა მისამართი შესაძლო დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად. ყოფილი სამხედროს ცნობით, სარდლობამ მოითხოვა მისი გასამართლება "რუსული არმიის შესახებ ყალბი ცნობების" გავრცელებისთვის, რაც მრავაწლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S