
„რუსეთის ხელმძღვანელობამ დნეპრზე ჯარისკაცები გაწირა“: ექსპერტები უკრაინის სამხრეთით ვითარებასა და ძალთა ბალანსზე
31/08/2022 14:20:08 ევროპა, ანალიზი
ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატმა სერგეი ხლანმა განაცხადა, რომ რუსეთი ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ტექნიკის კოლონებს აყალიბებს ხერსონის რეგიონში გასაგზავნად. 27 აგვისტოს კი Conflict Intelligence Team–ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაცია სავარაუდოდ, არმიის ახლად ჩამოყალიბებულ მე-3 კორპუსს გადაიყვანს ფრონტზე, რომლის ეფექტურობაშიც ბევრ სამხედრო ექსპერტს და დასავლეთის სადაზვერვო სამსახურებს ეჭვი შეაქვთ მათი არასათანადო მომზადების გამო. თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციები წამოიწყეს სამხრეთ უკრაინაში. მანამდე, დაახლოებით ივნისის შუა რიცხვებიდან, უკრაინის შეიარაღებული ძალები აქტიურად უტევდნენ ამ რეგიონში, მდინარე დნეპერზე გამავალ ხიდებს. უკრაინა წყვეტს მარშრუტებს, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი რესურსებს აწვდის ანექსირებული ყირიმიდან და სხვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან საკუთარ ძალებს.
ოკუპირებული ხერსონი რეგიონის მთავარი ქალაქია შესაბამისი ინფრასტრუქტურით. სწორედ აქედან ბომბავენ ყველაზე ხშირად რუსი სამხედროები მეზობელ ნიკოლაევის რეგიონულ ცენტრს. ორ ქალაქს მხოლოდ ოთხმოცდაათი კილომეტრი აშორებს ერთმანეთისგან. ნიკოლაევის ოლქის დაახლოებით 15% აქვთ დაკავებული რუსულ ძალებს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დასაწყისში სამხედრო ექსპერტმა, პოლკოვნიკმა სერგეი გრაბსკიმ განაცხადა, რომ 24 თებერვალს დაახლოებით, 90 000 რუსი ჯარისკაცი იყო კონცენტრირებული ანექსირებულ ყირიმში. ხოლო ხერსონის რაიონზე თავდასხმის დღეს დაახლოებით 35 000 დაწინაურდა. რეგიონში მათ 15 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაუპირისპირდა. ხერსონის ოლქი იყო ოკუპირებული.
ამჟამად, ომის ექვსი თვის თავზე, არსებული ცნობებით, ხერსონის რეგიონში 20 000-დან 25000-მდე რუსი ჯარისკაცი იმყოფება. მათი უმეტესობა ხერსონის მახლობლად არის განთავსებული. ხიდებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების პირველი დარტყმების შემდეგ, რუსეთმა, კონტრშეტევის მოლოდინში, დაიწყო ძალების შეგროვება ხერსონის „დასაცავად“. ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების რეზერვის პოლკოვნიკმა რომან სვიტანმა თქვა:
„რამდენიმე კვირის განმავლობაში ხდებოდა ჯარების გადაყვანა. ისინი იზიუმიდან წაიყვანეს, დონეცკის მახლობლად აიყვანეს. ძირითადად მედესანტეები არიან აღჭურვილობით. მარჯვენა სანაპიროზე გადავიდნენ და იქ დარჩნენ. ამჟამად მაქსიმუმ, რისი მიწოდებაც მათთვის შეუძლიათ, საჭმელი და საწვავია – რისი გადატანაც ფეხითაა შესაძლებელი. ზოგ ადგილებში საბორნე გადასასველები ჯერ კიდევ არის დარჩენილი“.
მისი თქმით, რუსული ჯარების დაჯგუფების ნაწილს შეიძლება, ეწოდოს მომარაგებისგან მოწყვეტილი. იგივე სიტუაციაა რუსეთის მესამე არმიის კორპუსთან დაკავშირებით, რომელიც გადავიდა უკრაინის ტერიტორიაზე. რომან სვიტანმა თქვა, რომ 15 000 ადამიანის ნაცვლად, რუსეთმა მხოლოდ 10 000–ის გადაბირება შეძლო და დანაყოფის მხოლოდ ნაწილი გადავა სამხრეთით.
”როსტოვიდან ისინი ჩრდილოეთით წავიდნენ. ამ კორპუსის ერთი ნაწილი წავიდა დონეცკში, ბახმუტის მახლობლად, მეორე – სამხრეთით, მელიტოპოლში, ბერდიანსკში. მესამე ნაწილმა კი ყირიმი გაიარა და შევა მელიტოპოლში. იქიდან სავარაუდოდ, კახოვკაში წავიდნენ, რათა როგორმე გააძლიერონ იქ რუსული დაჯგუფება ან მაინც გადავიდნენ მარჯვენა სანაპიროზე“, – განმარტავს სამხედრო ექსპერტი.
ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატმა სერგეი ხლანმა დაადასტურა, რომ ყირიმში ახლა იქმნება სამხედრო კოლონები, რომლებიც სავარაუდოდ, ხერსონის რეგიონში გაიგზავნება, თუმცა ეეჭვება, მათ დნეპრის გადაკვეთა შეძლონ:
„ჩვენი არტილერია აკონტროლებს არა მარტო ხიდებს, ფაქტობრივად, მთელ რეგიონს. ანუ არ არსებობს ისეთი ადგილი, რომელიც უსაფრთხო იქნება რუსი დამპყრობლებისთვის. ვფიქრობ, რომ ეს კოლონა დნეპერთან მიახლოების შემთხვევაშიც კი განადგურდება ჩვენი არტილერის მიერ“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების „სამხრეთის“ სარდლობის პრეს–სპიკერმაც აღნიშნა, რომ ამჟამად ოკუპანტებს ხერსონის დატოვება მხოლოდ ქვეითად შეუძლიათ და ისიც სწრაფად, ხოლო ტექნიკის ტრანსპორტირება გამორიცხულია, რადგან გადასასვლელებს უკრაინელები აკონტროლებენ.
რაც შეეხება უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობას, სამხედრო ექსპერტი რომან სვიტანი ამბობს, რომ ლოგიკური იქნებოდა, უკრაინისთვის კონტრშეტევა წამოეწყო თანასწორი ძალებით: "უკრაინის ჯარები ამ ფრონტზე სულ მცირე, 30 000 კაცს ითვლიან. ეს არის მინიმუმ 30 000 გაძლიერებული ავიაციით და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით".
CNN – ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინას დიდი კონტრშეტევისა და ქვეყნის სამხრეთ რეგიონების რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებისათვის საჭირო შეიარაღებას აწვდიდა.
"საგანგებოდ ამ მიზნით შეიარაღების მიწოდება აშშ-ს თავად უკრაინამ სთხოვა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს თხოვნა შეასრულა. კერძოდ, უკრაინულ მხარეს დამატებით მიეწოდა ჯაველინები, არტილერია და ჭურვები. ეს მიწოდებები ბოლო ორი თვის განმავლობაში აშშ-ის დახმარების რამდენიმე პაკეტის დახმარების ფარგლებში განხორციელდა. ამ პაკეტების შესახებ ცნობილი იყო, მაგრამ არ გაგვიხმაურებია, რომ შეიარაღების ნაწილი ამჟამად მიმდინარე კონტრშეტევისთვის იყო გამიზნული. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი და გენერალი მარკ მილი რეგულარულ კონტაქტზე იყვნენ უკრაინელ კოლეგებთან, რათა სამხრეთში კონტრშეტევისთვის საჭირო შეიარაღება სწორად ყოფილიყო განსაზღვრული" - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
ამასთან, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს უპირატესობა არტილერიაში. ამიტომაც, ოკუპანტების სამხედრო ძალების დასუსტების მიზნით განხორციელდა დარტყმები, განსაკუთრებით ბოლო თვეში რუსების სამხედრო ბაზებსა და საწყობებზე, მათ შორის, სამხრეთ უკრაინაში. როგორც განმარტავენ, ამ შემთხვევაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაეხმარა წინააღმდეგობის მოძრაობის გაძლიერება ოკუპირებულ ნაწილებში - ხერსონში, ნოვა კახოვკასა და სხვა დასახლებებში. ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატმა სერგეი ხლანმა თქვა, რომ პარტიზანები დაეხმარნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ზუსტი დარტყმების განხორციელებაში და რუსული ჯგუფის დასუსტებაში:
„არ იქნებოდა საწყობების, დამპყრობლების შტაბების ასეთი ეფექტური განადგურება, რომ არა წინააღმდეგობის და პარტიზანული მოძრაობის მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.
პოლკოვნიკი, უკრაინის რადას დეპუტატმა რომან კოსტენკომ ხერსონის მიმართულებით აქტოვობებზე განაცხადა, რომ უკრაინელებმა იციან რუსეთის ჯარის შემადგენლობის შესახებ, იციან რა უნდა გააკეთონ და მუშაობენ მათი გადაადგილების გზებზე, თუ სად შეუძლიათ შეიარაღების გადატანა:
„მთავარი იქნება მათი მოკვეთა დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან და შემდეგ მეთოდურად, ჩვენი ძალებითა და საშუალებებით დავასრულებთ დაწყებულს. ვფიქრობ, ამას [ხერსონის მიმართულებით აქტივობებს] შეიძლება, ეწოდოს აქტიური მოქმედებები უკრაინის არმიის მხრიდან. ჩვენ იქ გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ. დაე, ეს იყოს არა შეტევითი ოპერაცია, არამედ ჩვენი ტერიტორიის გათავისუფლების დასაწყისი, რადგან ცალსახად ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენს ტერიტორიებს დავაბრუნებთ. ჩვენი არმია აჩვენებს, რომ შეგვიძლია შეტევა, რომ შეგვიძლია ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება და ეს არის მთავარი. ამ მიმართულებით სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ჩვენმა ჯარებმა ნათლად აჩვენეს, რომ მათ შეუძლიათ რუსების გაყვანა თავდაცვის ხაზიდან. მთავარია, რუს ჯარებს დავანახოთ, რომ ისინი ხელშეუხებელი არ არიან. ჩვენს არმიას შეუძლია რუსი ჯარისკაცების ცემა, როგორც ომის დასაწყისში ვნახეთ, მაგრამ ის უფრო პოზიციური იყო. ახლა ეს ხდება აქტიური ოპერაციების დროს. ეს უკვე დიდი გარღვევაა!..
ახლა მთავარია მათი მარჯვენა ნაპირიდან მათი განდევნა ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება. სამხედრო თვალსაზრისით, რუსებს მხოლოდ ორი ადგილი აქვთ, სადაც მათ შეუძლიათ უკან დახევა. ეს ორი ადგილი უნდა გავრათ და დავხუროთ დნეპრის მარჯვენა სანაპირო".
მისი თქმით, სამხედრო თვალსაზრისით, ამჟამად რუსი სამხედროების დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ყოფნა არასწორია, რადგან მათ არ აქვთ ძალა შეტევისთვის.
"ის, რომ ისინი ახლა აქ არიან და იტანჯებიან, ვიღაცის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ რეპუტაცია არ დაკარგონ. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელმძღვანელობას უბრალოდ ეშინია სახის დაკარგვის და ამიტომ გაწირა დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე სახორცე მასალად ჯარისკაცები“.