Accentnews.ge
გერმანიაში გამოძიება დაიწყო ორი მაღალჩინოსნის რუსეთის სასარგებლოდ სავარაუდო ჯაშუშობასთან დაკავშირებით

გერმანიაში გამოძიება დაიწყო ორი მაღალჩინოსნის რუსეთის სასარგებლოდ სავარაუდო ჯაშუშობასთან დაკავშირებით

31/08/2022 16:28:00 ევროპა

გერმანიის შიდა სადაზვერვო სამსახურებმა გამოძიება დაიწყო ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს ორი მაღალჩინოსნის რუსეთის სასარგებლოდ სავარაუდო ჯაშუშობასთან დაკავშირებით,– იუწყება Die Zeit.

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ორმა თანამდებობის პირმა კოლეგების ყურადღება ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით „რუსული შეხედულებისადმი სიმპათიის“ გამოვლენით მიიპყრო.

როგორც მედია წერს, ორივე გერმანელ მაღალჩინოსანს "რუსეთთან ემოციური სიახლოვე" აქვთ, თუმცა ხელისუფლებას ჯაშუშობის ან კორუფციის "მყარი მტკიცებულება" ჯერ არ ჰქონდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S