Accentnews.ge
ზელენსკი ევროკავშირისგან რუსული სახელმწიფო მედიარესურსების აკრძალვას ითხოვს

ზელენსკი ევროკავშირისგან რუსული სახელმწიფო მედიარესურსების აკრძალვას ითხოვს

31/08/2022 18:50:45 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, ყველა რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება აკრძალოს. ამის შესახებზელენსკიმ პრაღაში გამართული ფორუმის მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას განაცხადა.

„რუსეთის პროპაგანდით არც ერთი მოვაჭრე არ უნდა რჩებოდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე. არც ერთ რუსულ სახელმწიფო ტელეარხს არ უნდა ჰქონდეს უფლება იმუშაოს ევროკავშირის ტერიტორიაზე“, -განაცხადა ზელენსკიმ.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, მარტში ევროკავშირის ტერიტორიაზე აიკრძალა რუსული პროპაგანდისტული არხების – „რაშა თუდეისა“ და „სპუტნიკის“ მუშაობა. მოგვიანებით ამ სიას დაემატა „რასია 24“, „ტვცენტრ ინტერნეშენელი“ და „რტრ პლანეტა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S