Accentnews.ge
ანა დოლიძე ორგანიზაციას ქმნის

ანა დოლიძე ორგანიზაციას ქმნის

11/10/2019 05:16:12 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე "ცვლილებების მისაღწევად ორგანიზებული ძალის შექმნას" აპირებს. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა. 

"ვაპირებ, რომ გავაძლიერო ჩემი საქმიანობა იმ გაგებით, რომ თუ აქამდე ორგანიზებული ძალის წევრი არ ვიყავი და არ ვთანამშრომლობდი აქტიურად რაიმე ორგანიზებულ ძალასთან, მე მივედი იმ ეტაპზე, რომ ვთვლი საჭიროდ, ამ ორგანიზებული ძალის ნაწილი ვიყო", - თქვა ანა დოლიძემ.

მან ერთ-ერთ ადამიანად, რომელთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ლევან კობერიძე დაასახელა.

"ჯერჯერობით ვკრეფ ადამიანებს, სერიოზულ თანამოაზრეებს, ისინი ლიდერები არიან, რომლებთანაც მექნება ჰორიზონტალური [უერთიერთობა]. ლევან კობერიძე, მაგალითად. მეტს გაიგებთ თავის დროზე", - თქვა ანა დოლიძემ.

კითხვაზე, რისი მიღწევა სურს დოლიძეს, მან უპასუხა.

"ამ ხალხს რომ შევკრებ, მინდა რომ ავკრძალო აზარტული თამაშების რეკლამა ქუჩებში. მინდა, რომ გვქონდეს მეტი მწვანე სივრცე, სტადიონები, უფასო ბაღები. ეს იქნება სახალხო წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია. აზარტული თამაშების რეკლამასთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია გირჩის პოზიციისგან განსხვავდება, მე მინდა ცვლილებები, საკითხებრივი ცვლილებები. პარლამენტში კენჭისყრა არ მაქვს გადაწყვეტილი, ამჯერად ჩვენ ვაერთიანებთ ძალას ცვლილებებისთვის", - თქვა ანა დოლიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S