Accentnews.ge
სოხუმი ენგურის ხიდის გავლით ტვირთების ტრანზიტის დაწყებას გეგმავს

სოხუმი ენგურის ხიდის გავლით ტვირთების ტრანზიტის დაწყებას გეგმავს

01/09/2022 11:54:49 კონფლიქტები

სოხუმში ენგურის ხიდის გავლით ტვირთების ტრანზიტის დაწყების ინიციატივით გამოდიან. დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა სპეციალური შეხვედრა, რომელზეც ეს საკითხი განიხილებოდა. შეკრებას სხვადასხვა უწყებების, მათ შორის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროს, საბაჟო და სასაზღვრო სამსახურების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ინფორმაცია ჯერ კიდევ გასულ კვირას გამართული შეხვედრის თაობაზე Telegram-არხ RESPUBLICA-ს მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ - ჟურნალისტმა ინალ ხაშიგმა დაუდასტურა. მისივე თქმით, ტვირთების ტრანზიტის საკითხების გადასაჭრელად სპეციალური სამუშაო ჯგუფიც შეიქმნა, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწე ვალერი პაპბა უხელმძღვანელებს.

"სამუშაო ჯგუფმა განსაზღვრა, რომ მსგავსი ტრანზიტი აუცილებელია და პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ენგურის გადასასვლელზე მოქმედი შეზღუდვების მოხსნის რეკომენდაცია მისცა" - განაცხადა ინალ ხაშიგმა.

ამასთან, ქართულ მხარესთან კონსულტაციები, მისი ინფორმაციით, არ წარმოებს, რადგან "აფხაზეთი თავად წყვეტს, რომელი ტვირთები შემოდის და გადის ჩვენი ტერიტორიიდან".

"ბოლო 30 წლის განმავლობაში ვიქეცით ჩიხად. მთელი საქონელი ერთი მარშრუტით გადაადგილდება: აფხაზეთიდან რუსეთში და პირიქით. არავითარი შემოსავალი აფხაზეთს აქედან პრაქტიკულად, არ მიუღია. 24 თებერვლის შემდეგ, როცა რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია და რუსეთს უამრავი სანქცია დაუწესდა, გლობალური ტრანსფორმაცია განიცადა ლოჯისტიკამ და ლოჯისტიკურმა ცენტრებმაც. ახლა, როცა ახალი ლოჯისტიკური მარშრუტების ორგანიზების პროცესი მიმდინარეობს, ვუცქიროთ, როგორ მიცურავს ჩვენგან რეალური შემოსავალი, რომელიც ესოდენ სჭირდება აფხაზეთს, უბრალოდ სიბეცეა. მით უფრო, რომ რუსეთი ევრკავშირის სანქციების ქვეშაა, თურქული მიმართულება ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო ჰაბად იქცევა, ყოველ შემთხვევაში - ჩვენს რეგიონში. შეზღუდვების მოხსნის შემდეგ აფხაზეთი შეძლებს, მიიღოს სხვადასხვა სატრანზიტო საქონელი სომხეთიდან, თურქეთიდან და საქართველოდანაც. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ გაგვაჩნია სახსტანდარტი, რომელმაც ამ საქონლის სერტიფიცირება აფხაზური წესებით უნდა განახორციელოს" - განუცხადა ხაშიგმა RESPUBLICA-ს.

ცნობისთვის: 2008 წელს აფხაზეთში დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვარზე ტვირთების გადაადგილება სრულად აკრძალეს. გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ საქონელი და პროდუქტი პირადი მოხმარებისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S