Accentnews.ge
"იქიდან გამომდინარე, რომ სარჩელი უკავშირდებოდა მხოლოდ დავით ბაქრაძის არდანიშვნას, შეიძლება, ლოგიკურიც იყოს მისი გამოწვევა"

"იქიდან გამომდინარე, რომ სარჩელი უკავშირდებოდა მხოლოდ დავით ბაქრაძის არდანიშვნას, შეიძლება, ლოგიკურიც იყოს მისი გამოწვევა"

01/09/2022 14:01:21 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ მთავრობამ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოდან უკან გამოიწვიოს.

„ეს არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სარჩელი უკავშირდებოდა მხოლოდ დავით ბაქრაძის არდანიშვნას, შეიძლება, ლოგიკურიც იყოს სარჩელის გამოწვევა, თუმცა არ ვიცი, ამაზე მთავრობა იმსჯელებს, რადგან მოსარჩელე მთავრობაა. თუ საჭირო იქნება, ბუნებრივია, მეც ჩავერთვები კონსულტაციაში. კარგია, რომ პრეზიდენტი დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ასრულებს მხოლოდ ფორმალურ როლს ელჩის დანიშვნისას და გათავისუფლებისას, რეალურად ეს პრინციპი იქნა დაცული ამ შემთხვევაში, როდესაც ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა დავით ბაქრაძე, რაც ძალიან კარგია ჩვენთვის. მთავარი ამოცანა იყო კონსტიტუციის დაცვა და იმის უზრუნვეულყოფა, რომ ყველა ინსტიტუტს ემოქმედა კონსტიტუციურ ჩარჩოებში“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, კონსტიტუციურ ნორმაზე საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს კონკრეტული საქმის ჭრილში, „ამ შემთხვევაში ეს ქეისი აღარ არსებობს, რადგან ბაქრაძე წარადგინა მთავრობამ და პრეზიდენტმა დანიშნა, აქედან გამომდინარე, აქ არის იურიდიული ნიუანსები, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს პროცესი".

იხილეთ ასევე: "წავიდეს სხვაგან!“: რატომ შეცვალა ზურაბიშვილმა პოზიცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S