Accentnews.ge
უკრაინელ მებრძოლებს ყველა მიმართულებით უჭირავთ პოზიციები – სინეგუბოვი

უკრაინელ მებრძოლებს ყველა მიმართულებით უჭირავთ პოზიციები – სინეგუბოვი

02/09/2022 10:57:11 ევროპა

უკრაინელმა დამცველებმა ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონში ოკუპანტებს საწვავის და საპოხი მასალების საწყობი გაუნადგურეს,– იუწყება ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ სინეგუბოვი.

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით გაანადგურეს საწვავი-საპოხი მასალების საწყობი კუპიანსკის რაიონში. განადგურებული ტექნიკისა და პერსონალის რაოდენობა ზუსტდება",– ნათქვამია შეტყობინებაში.

მისივე ცნობით, უკრაინელ მებრძოლებს ყველა მიმართულებით უჭირავთ პოზიციები მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტები მუდმივ დარტყმებს ახორციელებენ.

როგორც სინეგუბოვმა აღნიშნა, გასულ ღამეს რუსებმა ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს, თუმცა მას მსხვერპლი არ მოჰყოლია. წინასწარი მონაცემებით, რუსებმა S-300–დან ისროლეს. ორი რაკეტა მიწაზე დაეცა. დაზიანდა შენობები, მათ შორის სპორტული კომპლექსი და მანქანები. სამართალდამცავები მუშაობენ დარტყმის ადგილებში და აფიქსირებენ რუსების დანაშაულებს.

რეგიონში ოკუპანტებმა საარტილერიო დარტყმები განახორციელეს ხარკოვის, იზიუმის, ბოგოდუხოვსკის, ჩუგუევსკის რაიონებზე - დაზიანდა კერძო სახლები, გაჩნდა ხანძარი ღია ადგილებში.

ხარკოვის რაიონის დაბომბვის შედეგად 63 წლის მამაკაცი დაიღუპა. იზიუმის რაიონში 3 ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S