
კიევთან ჩადენილი სისასტიკის კიდევ ერთი მონაწილე გამოავლინეს
02/09/2022 12:00:05 ევროპა
უკრაინის პროკურატურამ დაადგინა რუსი სამხედრო, რომელიც ეჭვმიტანილია 2022 წლის მარტში კიევის მახლობლად მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვაში.
ლეიტენანტ ნიკოლაი სოკოვიკოვს ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევაში, ამასთან განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად დასდეს ბრალი.
უწყება არ აკონკრეტებს, თუ როგორ მოხდა სოკოვიკოვის ვინაობა. თუმცა, როგორც CNN იუწყება, ის იდენტიფიცირებულ იქნა ველოსიპედის მაღაზიის სათვალთვალო კადრების მეშვეობით. 16 მარტით დათარიღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ჯარისკაცები ორ უიარაღო მამაკაცს ზურგში ესვრიან. CNN-ის ცნობით, ერთ-ერთ დაღუპულს ერქვა ლეონიდ პლიატსი (ის დაცვაში მუშაობდა), მეორის ვინაობა გამოცემას არ დაუსახელებია, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ფლობდა ველოსიპედის მაღაზიას, სადაც მკვლელობა მოხდა.
მანამდე „მნიშვნელოვანმა ამბებმა“ ამ მკვლელობების კიდევ ერთი სავარაუდო მონაწილე გამოავლინა. არსებული ინფორმაციით, ეს არის 29 წლის რუსი სამხედრო დიმიტრი ლაფშაკოვი. ის გამოჩნდა ვიდეოში რუსი ჯარისკაცების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, იყვნენ ჩართულნი უკრაინაში სამხედრო დანაშაულებში. ეს ჩანაწერი უკრაინულმა გამოცემამ Bihus.Info-მ გამოაქვეყნა. გაჟღერებული მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ლაფშაკოვი მსახურობს 21250-B სამხედრო ნაწილში მექანიკოსად და ტანკის მძღოლად.