Accentnews.ge
"ნიუ-იორკისკენ მიმავალ პრემიერს, ცოტა არ იყოს, სჭირდება, თითქოს, დაათბოს ურთიერთობები"

"ნიუ-იორკისკენ მიმავალ პრემიერს, ცოტა არ იყოს, სჭირდება, თითქოს, დაათბოს ურთიერთობები"

02/09/2022 12:20:34 პოლიტიკა

საპარლამენტო ფრაქცია „ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება „ქართული ოცნებიდან“ გასული ე.წ ოთხეულზე იმის მანიშნებელია, რომ პრეზიდენტმა იცის, რომ ე.წ. ოთხეულის წერილები და მთავრობის მესიჯბოქსი ერთ ადგილზე იწერება.

უსუფაშვილის თქმით, გაეროში მიმავალ პრეზიდენტს ახლა ურთიერთობების დათბობა სჭირდება.

„ახლა ტაქტიკურად ნიუ-იორკისკენ მიმავალ პრემიერს ცოტა არ იყოს სჭირდება ცოტა დაათბოს ურთიერთობები, რადგან ყველა შესაძლო დონიდან ყველა ჩვენი მეგობარი უკიდურესად შეშფოთებული და შეწუხებულია იმ სახელისუფლებო პოლიტიკის გამო, რასაც ბოლო ხანებში ეს ოთხეული ახმოვანებდა და დანარჩენები ძირითადად თავს უქნევდნენ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა 1 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოუწოდა, გაემიჯნოს „ქართული ოცნებიდან“ წასული ოთხეულის "წარმლოუდგენელ რიტორიკას". მოგვიანებით, პრემიერმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების აშშ–ის ელჩთან პოლემიკის განვრცობა ქვეყნის ინტერესებში არ შედის და გადაჭარბებული იქნება.

იხილეთ ასევე: 3 საკითხი, რომელიც პრეზიდენტის აზრით, პრემიერმა უნდა შეასრულოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S