Accentnews.ge
ყოფილ უკრაინელ ჯარისკაცს, რომელიც ყირიმში რუსეთის საჰაერო თავდაცვას ხელმძღვანელობს, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ყოფილ უკრაინელ ჯარისკაცს, რომელიც ყირიმში რუსეთის საჰაერო თავდაცვას ხელმძღვანელობს, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

02/09/2022 13:19:15 ევროპა

ყოფილ უკრაინელ ჯარისკაცს დენის პოდობედოვს, რომელიც უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს ინფორმაციით, ანექსირებულ ყირიმში რუსეთის საჰაერო თავდაცვას ხელმძღვანელობს, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პოდობედოვთან ერთად, დეზერტირობასა და სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილია კიდევ 8 ყოფილი უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთში გადავიდნენ. მათი სახელი და გვარი შეტყობინებაში არ არის მითითებული.

„გამოძიების სახელმწიფო ბიუროს თანამშრომლებმა დაუსწრებლად აცნობეს ეჭვმიტანილობის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის საზენიტო დივიზიის ჯგუფის 9 ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც მტრის მხარეს გადავიდნენ მას შემდეგ, რაც ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპაცია მოხდა. ეჭვმიტანილთა შორის არიან შტაბის უფროსი, ბატარეის მეთაური, დივიზიის მეთაურის მოადგილეები და სხვა ოფიცრები. გარდა იმისა, რომ ამ ყოფილმა სამხედროებმა წვლილი შეიტანეს ნახევარკუნძულის ოკუპაციაში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დროს მათი უმეტესობა აგრძელებდა ბრძოლას მტრის მხარეზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვებგვერდ „მშვიდობისმყოფელის“ ინფორმაციით, ყირიმის ანექსიამდე პოდობედოვი მსახურობდა უკრაინის საჰაერო ძალების 50-ე გვარდიის საზენიტო-სარაკეტო პოლკში, რომელიც განლაგებული იყო ფეოდოსიაში. ყირიმის ანექსიის შემდეგ პოდობედოვი ჩაირიცხა რუსეთის მე-18 გვარდიის საზენიტო სარაკეტო სევასტოპოლ-ფეოდოსიას პოლკში, რომელიც რუსი სამხედროების მიერ უკრაინული სამხედრო ნაწილის დაკავების შედეგად შეიქმნა.

პოდობედოვი უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილ სიაშია, როგორც „დეზერტირი“, რომელიც 2014 წლის 11 დეკემბერს ყირიმში „გაუჩინარდა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S