
ხაზარაძემ "ლელოს" კიდევ 12 წევრი წარადგინა
11/10/2019 08:47:18 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ორგანიზაციის მორიგი 12-კაციანი ჯგუფი წარუდგინა. ესენი არიან: ფილოლოგი და მთარგმნელი ოქტაი ქაზუმოვი, პიროვნული განვითარების ტრენერი ქეთევან ჟვანია-თაისონი, ბიზნესმენი ანდრო ბიბილეიშვილი, ეკონომისტი ნიკოლოზ კიკვიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ეთერ გაიაშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი თემურ არაბიძე, მსახიობი ირაკლი აფაქიძე, სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის მოდის დიზაინის ხელმძღვანელი ნინო მგალობლიშვილი, ბიზნესის მართვის სპეციალისტი ნუკრი საჯაია, მეცნიერების და განათლების პოპულარიზაციის ფონდ „ნოვას” დამფუძნებელი რამაზ ბლუაშვილი, პიანისტი და ეკონომიკური სამართლის სპეციალისტი ნინო ყამბეგაშვილი, მხატვარ-არქიტექტორი ირაკლი ქადეიშვილი.
ცნობისთვის: ხაზარაძემ „ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს გამართა და როგორც განაცხადა, სხვადასხვა სფეროში 12-12 ლიდერს შეარჩევს. ხაზარაძის თქმით, ზემოთხსენებული ადამიანები საზოგადოებრივ მოძრაობაში იქნებიან და მათი ნაწილი შეიძლება, ვიხილოთ პარტიაშიც, თუმცა პარტია სხვა სახეებით დაკომპლექტდება და ეს მოძრაობა პარტიად არ გარდაიქმნება. მისივე გაცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არც ერთ პოლიტიკური პარტიასთან არ აპირებს თანამშრომლობას.