
რუსმა სამხედროებმა ხერსონიდან ყირიმში ხუთი სატვირთო მანქანით წაიღეს "ნაძარცვი" - უკრაინის გენშტაბი
02/09/2022 17:37:46 ევროპა
რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ხერსონიდან ყირიმში „ნაძარცვი ქონება“ წაიღეს,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საღამოს ანგარიშში.
„დაჯგუფებამ, რომელიც „დაკარგული სამყაროს“ სპორტულ კლუბში იყო ბაზირებული, ხერსონი დატოვა და მოპარული ქონება 5 სატვირთო მანქანით წაიღო ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, - ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ხერსონისა და ენერგოდარის რაიონებში უკრაინული ჯარების „ზუსტმა დარტყმებმა“ გაანადგურა 3 რუსული საარტილერიო სისტემა, საბრძოლო მასალის საცავი და ასეული:
„ოკუპანტებმა დაჭრილები ხერსონის რაიონის სოფელ ბოროზენსკოეს მახლობლად არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, თუმცა სამედიცინო დახმარების არაადეკვატური დონის გამო, დამპყრობელთა უმეტესობა მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა“.
29 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მიმართულებით შეტევა დაიწყეს.