
აზერბაიჯანი ევროპაში გაზის მიწოდების გაორმაგებას გეგმავს
02/09/2022 17:44:36 კავკასია
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ქვეყანა გეგმავს, ტრანსანატოლიური გაზსადენის - TANAP-ის სიმძლავრე გააორმაგოს, რომლითაც საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპას ბუნებრივი აირი მიეწოდება, შედეგად, ევროპა 32 მილიარდ კუბურ მეტრ აირს მიიღებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ. ამისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას - პოლიტიკური გადაწყვეტილება, ტექნიკური ღონისძიებები და რა თქმა უნდა, ინვესტიციები. TANAP-ის გამშვები შესაძლებლობა შეადგენს 16 მილიარდ კუბურ მეტრს, რომლის გაზრდას 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე ვგეგმავთ“ ,- განაცხადა ალიევმა იტალიაში საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას.
აზერბაიჯანის ლიდერმა დასძინა, რომ ტრანსადრიატიკული გაზსადენის გამშვები შესაძლებლობა 10 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, რომლის გაზრდაც ბაქოს ასევე სურს 20 მილიარდამდე.