
ოკუპირებულ ცხინვალში ცეცხლის რამდენიმე კერას ებრძვიან
02/09/2022 18:08:46 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ცეცხლის რამდენიმე კერას ებრძვიან.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ს საგანგებო სიტუაციების ე.წ. სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, პარასკევს ხანძრის რამდენიმე კერა გამოვლინდა. ძირითადად ხმელი ბალახი და ბუჩქები იწვოდა.
ცეცხლი გაჩნდა სოფლებთან ახლოს.
„სოფელ ხელჩუასა და დისევსთან მშრალი ბალახი იწვის. ხანძრის ადგილზე ერთი სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული. დილით კიდევ სოფელ კორკულაში იყო ხანძარი. ვინაიდან ხანძარი დიდი იყო, სამაშველო სამსახურის მეორე სახანძრო ბრიგადა მივიდა ადგილზე. ხანძართან ბრძოლა ახლაც გრძელდება",– აცხადებენ დე ფაქტო სამინისტროში.
დე ფაქტო სამინისტრო არ აკონკრეტებს, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.