Accentnews.ge
არჩევნები დასრულდა: ჯონსონს სავარაუდოდ, ტრასი შეცვლის

არჩევნები დასრულდა: ჯონსონს სავარაუდოდ, ტრასი შეცვლის

02/09/2022 18:42:09 ევროპა

ბრიტანეთის კონსერვატიულმა პარტიამ 2 სექტემბერს დაასრულა ლიდერის არჩევნები, რომელშიც, გავრცელებული ცნობებით, საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი გაიმარჯვებს. შესაბამისად, ის პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვლის ბორის ჯონსონს.

ტრასსა და ფინანსთა ყოფილ მინისტრს რიში სუნაკს შორის გამართული კენჭისყრის მეორე ტურის შედეგები 5 სექტემბერს გამოცხადდება. შემდეგ დღეს ჯონსონი ოფიციალურად წარუდგენს გადადგომის განცხადებას დედოფალ ელისაბედს.

47 წლის ტრასი გამოკითხვებში მნიშვნელოვნად უსწრებდა თავის კონკურენტს.

ტრასი აცხადებს, რომ უცხოეთის პირველი ლიდერი, რომელთანაც ის პრემიერ-მინისტრის რანგში პირველ სატელეფონო ზარს განახორციელებს, უკრაინის პრეზიდენტი იქნება.

ტრასის თქმით, იმუშავებს დიდი შვიდეულის (G7) ჯგუფიდან, რომ კიევს მეტი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაეწიოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S