
IAEA-ის ხელმძღვანელი: "ზაპოროჟიეში რჩებიან სპეციალისტები"
02/09/2022 20:01:31 ევროპა
გაეროს ბირთვული უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინაში, ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე რჩება ექვსი სპეციალისტი.
მისივე თქმით, გეგმავს, მომავალ კვირაში გამოაქვეყნოს ანგარიში რუსეთის მიერ ოკუპირებული სადგურის მდგომარეობის შესახებ.
რაფაელ გროსიმ, რომელიც სადგურზე ჩასულ 14 პირისგან შემდგარ გუნდს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) წარმომადგენლობა ადგილზე მომავალი კვირიდან შემცირდება ორ სპეციალისტამდე, რომლებიც იქ უფრო დიდი ხნით დარჩებიან.
ბოლო კვირებში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ სადგურისთვის ცეცხლის გახსნაში, რამაც გააღრმავა შიში ბირთვული კატასტროფის შესაძლებლობაზე და IAEA-ს უბიძგა რუსეთისგან მოეთხოვა სპეციალისტების დაშვება ადგილზე.