Accentnews.ge
"ბაირახტარებმა" სამ დღეში რუსებს 26.5 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა გაუნადგურეს – ზალუჟნი

"ბაირახტარებმა" სამ დღეში რუსებს 26.5 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა გაუნადგურეს – ზალუჟნი

03/09/2022 10:58:25 ევროპა

სამი დღის განმავლობაში, თურქულმა Bayraktar-ის დრონებმა 26.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების რუსული ტექნიკა, მათ შორის 8 ტანკი გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი იუწყება.

„სამი დღის განმავლობაში, 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე, Bayraktar ТВ-2 -ის უპილოტო საფრენმა აპარატებმა გაანადგურეს მტრის აღჭურვილობა, რომლის ღირებულება დაახლოებით 26.5 მილიონი დოლარია. ეს არის 8 ერთეული T-72 ტანკი (თითოეულის სავარაუდო ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია), ერთი ერთეული თვითმავალი ჰაუბიცა Akatsiya (1.6 მილიონი), ქვეითთა საბრძოლო მანქანები (0.6 მილიონი) და ჰაუბიცები (0.3 მილიონი)“- განაცხადა ზალუჟნიმ.

მისი თქმით, ასევე დაზიანდა ხუთი T-72 ტანკი და ერთი ქვეითთა საბრძოლო მანქანა.

„მთლიანობაში განადგურებული და დაზიანებული რუსული ტექნიკის ჯამური ღირებულება 28.35 მილიონი აშშ დოლარია“, - აღნიშნა ვალერი ზალუჟნიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S