Accentnews.ge
უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქში ტაქტიკურ სიურპრიზს მიაღწიეს – ბრიტანული დაზვერვა

უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქში ტაქტიკურ სიურპრიზს მიაღწიეს – ბრიტანული დაზვერვა

03/09/2022 11:01:36 ევროპა

უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქში, როგორც ჩანს, მიაღწიეს ტაქტიკურ სიურპრიზს, რადგან ისარგებლეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში არსებული ცუდი ლოგისტიკით, მართვითა და ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

„2022 წლის 29 აგვისტოდან უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში განახლებულ შეტევით ოპერაციებს აწარმოებენ. ამ შეტევის ერთ-ერთი ელემენტია მუდმივი წინსვლა მდინარე დნიპროს დასავლეთით ფართო ფრონტზე, რომელიც ფოკუსირებულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქის სამ მიმართულებაზე. ოპერაციას აქვს შეზღუდული უშუალო მიზნები, მაგრამ უკრაინულმა ძალებმა, როგორც ჩანს, მიაღწიეს ტაქტიკური სიურპრიზის ხარისხს ისარგებლეს რა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში არსებული ცუდი ლოგისტიკით, მართვითა და ხელმძღვანელობით“, - აცხადებენ უწყებაში ბრიტანულ დაზვერვაზე დაყრდნობით.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, იმის გამო, რომ დონბასისა და ხარკოვის სექტორებში ბრძოლები გრძელდება, უახლოეს დღეებში რუსი მეთაურებისთვის მთავარი გადასაწყვეტი საკითხი იქნება ის, თუ სად შეიყვანონ სარეზერვო ძალები, რომლის მობილიზებასაც შეძლებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S