Accentnews.ge
შილდაში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

შილდაში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

03/09/2022 11:24:55 რეგიონები, საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, კახეთის რეგიონში, ყვარელის მუნიციპალიტეტის შილდის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.

მობილიზებულია, სახანძრო-სამაშველო და სხვა ტიპის სპეციალური ტექნიკა და ყველა შესაბამისი სამსახური.

ხანძრის ქრობის პროცესის პარალელურად მიმდინარეობს გზების მიყვანა ცეცხლის კერებამდე.

სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S