Accentnews.ge
ლატალში, მთის ფერდობზე ხანძარია

ლატალში, მთის ფერდობზე ხანძარია

03/09/2022 11:42:36 რეგიონები, საზოგადოება

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში, მთის ფერდობზე ხანძარია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შესაბამისი ცოცხალი ძალა და ვერტმფრენი.

როგორც მესტიის მერი აცხადებს, რთული რელიეფის გამო ტექნიკის გამოყენება შეუძლებელია.

მერი ამბობს იმასაც, რომ დასახლებულ პუნქტებს ამ ეტაპზე არაფერი საფრთხე არ ემუქრება, ვინაიდან ხანძრის კერები მოშორებითაა.

„წვიმა იყო და ჭექა-ქუხილის შემდგომ მეხი დაეცა ტყეში და იქიდან გაჩნდა რამდენიმე ადგილას კერები. ახლა მუშაობს ცოცხალი ძალა. დაახლოებით ერთი ჰექტარზეა ცეცხლი. ვერტმფრენი თავიდანვე ჩაერთო სამუშაოებში, მაგრამ ახლა ქარია და გაჩერებულია, ველოდებით ქარის ჩადგომას, რომ გააგრძელოს ვერტმფრენმა წყლის დასხმა", – განაცხადა მესტიის მერმა კაპიტოლ ჟორჟოლიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S