03-09-2022 11:49:20 საზოგადოება ,რეგიონები
ბორჯომში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის ადგილზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების მონიტორინგი. ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც.
ბორჯომში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. რთული რელიეფისა და ამინდის გამო, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო 250-მდე მეხანძრე-მაშველი და სამი ვერტმფრენი.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობაში თურქეთის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავებიც მონაწილეობდნენ.