Accentnews.ge
საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას!" მონაწილეები, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში ჩავიდნენ

საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას!" მონაწილეები, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში ჩავიდნენ

04/09/2022 10:04:47 კონფლიქტები

თბილისის საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას!" მონაწილეები, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში ჩავიდნენ.

საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ოძისში იმყოფებიან: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი, დევიდ კრამერი; ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა; აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი და სხვები.

კონფერენციის მონაწილეები ოძისში საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.

ცნობისთვის, ხვალიდან თბილისში 2-დღიანი საერთაშორისო კონფერენცია „დიდება უკრაინას!” იწყება. მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერებისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებენ.

კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს მსოფლიო და ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნებას, დემოკრატიული პროგრესის და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობას.

წელს, კონფერენციის თემაა - „დიდება უკრაინას!” კონფერენციაზე იმსჯელებენ ომის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეალობაზე, თანამედროვე დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებზე, ევროპული უსაფრთხოების მომავალზე და ა.შ.

კონფერენციაში ევროპისა და აშშ-ს უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ. სტუმრებს შორის არიან: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი, დევიდ კრამერი; ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, კურტ ვოლკერი; ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი, ბენ ჰოჯესი; ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ; ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა; ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი; ლიეტუვის სეიმის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი და სხვები, ასევე ექსპერტები და მკვლევარები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S