Accentnews.ge
ჩერნიგოვში, იარაღის გამოფენაზე მომხდარი აფეთქების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ჩერნიგოვში, იარაღის გამოფენაზე მომხდარი აფეთქების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

05/09/2022 06:17:12 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩერნიგოვში, იარაღის გამოფენაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორი პირის დაკავების შესახებ განაცხადა.

„დღეს მივიღე ანგარიში, რომ ჩერნიგოვში მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტში უშუალოდ მონაწილე ორი პირი დააკავეს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით: ვინც უბრძანა, სამხედრო იარაღის მიტანა ქალაქის საზოგადოებრივ ღონისძიებაზე და ის, ვინც ბავშვს იარაღის აღების უფლება მისცა“, - თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, გამოძიებას უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურო აწარმოებს.

3 სექტემბერს ჩერნიგოვში, იარაღის გამოფენაზე ერთ-ერთი საბრძოლო მასალა აფეთქდა, რის შედეგადაც ადგილზე მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ.

ჩერნიგოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ჩაუსმა კვირას განაცხადა, რომ ბოლო მონაცემებით, სამედიცინო დახმარება 15 ადამიანს დასჭირდა, მათგან რვა ბავშვი იყო, შვიდი ზრდასრული. ორი ბავშვი და ორი ზრდასრული საავადმყოფოშია. ერთი ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე იარაღის ტარების წესის დარღვევაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S