Accentnews.ge
Reuters – ივანიშვილი სინგაპურში შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ 1,27 მლრდ აშშ დოლარზე დავობს

Reuters – ივანიშვილი სინგაპურში შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ 1,27 მლრდ აშშ დოლარზე დავობს

05/09/2022 17:53:54 სამართალი

საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული ბანკის "Credit Suisse" წინააღმდეგ 1,27 მლრდ აშშ დოლარზე დავობს. სინგაპურის სასამართლომ საქმეზე მტკიცებულებების მოსმენა დღეს დაიწყო.

პროცესზე ივანიშვილმა ჩვენება ვიდეოზარის საშუალებით მისცა.

ივანიშვილმა დაადანაშაულა სინგაპურში მოქმედი "Credit Suisse Trust Ltd" ( "Credit Suisse"–ს შვილობილი კომპანია, რომელიც სინგაპურშია რეგისტრირებული) იმაში, რომ ვერ იცავდა მის ინვესტიციებს.

მისი თქმით, "Credit Suisse Trust Ltd"–მ არ „გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, რათა თავიდან აეცილებინა ზარალი, რომელიც დაკავშირებულია ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირის პატრის ლესკადრონის მიერ ჩადენილი თაღლითობასთან".

"ტრასტმა ივანიშვილის ზარალი 818,2 მლნ აშშ დოლარით განსაზღვრა, თუმცა ჩვენი შეფასებით ზარალი 1,27 მლრდ აშშ დოლარია", – განაცხადეს პროცესზე ივანიშვილის ადვოკატებმა.

თავის მხრივ, ტრასტმა განაცხადა, რომ „ზარალის ოდენობა, რომელსაც მოსარჩელეები მოითხოვენ უზარმაზარია“. ტრასტმა სასამართლოს სარჩელის უარყოფა სთხოვა.

"ჩვენს წინააღმდეგ სამართალწარმოება გადაჭარბებულია. ვაღიარებთ, რომ ჩვენი მოვალეობა იყო აქტივების დაცვა იმ შემთხვევაში, თუ გვექნებოდა რეალური ინფორმაცია, რომ ეს აქტივები სათანადოდ არ იმართებოდა. იმ დროს ჩვენ ასეთი ინფორმაცია არ გაგვაჩნდა. მივმართავთ სასამართლოს, რომ არ დააკმაყოფილოს სარჩელი, როგორც არასწორ საფუძველზე წარდგენილი საჩივარი არასწორი მოპასუხის წინააღმდეგ", – განაცხადა ტრასტმა პროცესზე.

თუმცა, ივანიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებები "დაადასტურებს, რომ მოსარჩელეებს უნდა დაუკმაყოფილონ მოთხოვნები".

"მეგონა მოვედი ექსპერტებთან, რომლებიც იმუშავებენ ჩემი კაპიტალისა და ჩემი ოჯახის დასაცავად“, - განუცხადა ივანიშვილმა სასამართლოს თარჯიმნის მეშვეობით.

როგორც გამოცემა წერს, საქმეზე სასამართლო სხდომა ხვალ გაგრძელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S