
ზელენსკი: "განადგურებულია რაკეტების საწყობი, რომელსაც რუსები ხარკოვის დასაბომბად იყენებდნენ"
06/09/2022 06:08:28 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინელმა მებრძოლებმა ზუსტი დარტყმით გაანადგურეს რუსი სამხედროების საბრძოლო მასალების საწყობი, საიდანაც მათ ხარკოვის დასაბომბად გაჰქონდათ რაკეტები С-300.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინელ გმირებს და აღნიშნა, რომ "MLRS კარგი რამაა". საუბარია ამერიკული სარაკეტო სისტემებზე MLRS–ზე, რომელიც უკრაინის არმიამ ივლისში მიიღო.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, შეიარაღებული ძალები კვლავაც თანმიმდევრულად, საგულდაგულოდ და აკურატულად გაანადგურებენ ოკუპანტების საწყობებს, ბაზებს, მდინარეებზე გადასასვლელებს და შტაბებს.