
2077 ტანკი, 1179 საარტილერიო სისტემა, 207 ვერტმფრენი – განახლებული ცნობები რუსეთის დანაკარგებზე უკრაინის გენშტაბისგან
06/09/2022 07:38:55 ევროპა
რუსეთის არმიამ ბოლო დღის განმავლობაში 350-მდე ჯარისკაცი დაკარგა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი და დასძენს, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსეთის დანაკარგები პერსონალში შეადგენს დაახლოებით 50 100 ჯარისკაცს.
გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან დღემდეგ – ომის 195–ე დღის თავზე რუსეთმა დაკარგა:
- ტანკი – 2077 (+9),
- ჯავშანტექნიკა – 4484 (+25),
- საარტილერიო სისტემა – 1179 (+22),
- მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 296 (+2),
- საჰაერო თავდაცვის სისტემა – 156,
- საბრძოლო თვითმფრინავი – 236,
- ვერტმფრენი – 207 (+1),
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 876 (+9),
- გემი/ნავი – 15,
- სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი – 3305 (+19),
- სპეცტექნიკა –109 (+2),
- ფრთოსანი რაკეტა – 209 (+4).·
„მტრის ყველაზე დიდი დანაკარგები (ბოლო დღის განმავლობაში) დონეცკის მიმართულებით დაფიქსირდა. მონაცემები ზუსტდება“, - დასძენენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.
ორშაბათს ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა რუსეთის დანაკარგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ ჯამური დანაკარგები, მათ შორის, დაჭრილები, ტყვეები და დეზერტირები დაახლოებით 80 000 ჯარისკაცს შეადგენს. დაიღუპა 25 000 სამხედრო.
უოლესი ასევე თვლის, რომ არც ერთი სტრატეგიული მიზანი, რომელიც თავდაპირველად რუსეთის სარდლობამ არმიას დაუსახა, ომის ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში ვერ მიიღწია.