
„ვერ დაგვემალებიან!“: უკრაინული სახელმწიფოს ღალატში 702 პირი ამხილეს
06/09/2022 12:20:25 ევროპა
ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და სევასტოპოლის პროკურატურამ უკრაინული სახელმწიფოს ღალატში 702 პირი ამხილა. მათგან 225 მოსამართლეა, – ამის შესახებ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და სევასტოპოლის პროკურორმა იგორ პონოჩოვნიმ განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლოში 200 საბრალდებო დასკვნაა გაგზავნილი, მათგან 66 მოსამართლეების მიმართ. 7 პირმა სასჯელი უკვე მიიღო.
„უკრაინელი ხალხის მოღალატეებს, რომლებმაც გადაწყვიტეს ახალი „კარიერა“ აეშენებინათ ოკუპირებულ ყირიმში, უნდა ახსოვდეთ სასჯელის გარდაუვალობის შესახებ! იმისდა მიუხედავად, რომ იყო ინფორმაციის ნაკლებობა პირთა შესახებ, რომლებიც ნახევარკუნძულის ოკუპაციის დროს მუშაობდნენ სასამართლო სისტემაში, გამოძიების დროს სისტემატურად ვავლენთ ყველა მოსამართლეს, ვინც უკრაინას უღალატა!“, - განაცხადა პონოჩოვნიმ.
მან აღნიშნა, რომ „ყოველი ახალი ეჭვისა და ბრალდების წაყენების შემდეგ, კრიმინალებს ნაკლები შანსი რჩებათ, უკრაინის მართლმსაჯულებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაექცნენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები მუშაობს ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად“.
მიმდინარე წლის აგვისტოში უკრაინულმა სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ფეოდოსიის საქალაქო სასამართლოს ღალატში დადანაშაულებულ ყოფილ მოსამართლეს იგორ გავრილიუკს, რომელიც 2014 წელს გადავიდა რუსეთის მხარეს.