
„რუსი სამხედროები ხაფანგში აღმოჩნდნენ“: როგორ ვითარდება უკრაინელების შეტევა სამხრეთში და რა კავშირშია ამასთან „ბაირაქტარი“
06/09/2022 13:39:42 ევროპა
თურქულმა კომპანია Baykar Makina-მ უკრაინას სამი Bayraktar მიაწოდა, რისთვისაც ფული უკრაინელებმა კომიკოსისა და პოლიტიკოსის სერგეი პრიტულას მოწოდებით შეაგროვეს.
"ჩვენ მივაწოდეთ Bayraktar უკრაინას ლიეტუვის კამპანიიდან [ლიეტუველები აგროვებდნენ ფულს უკრაინელებისთვის – რედ.]და უკვე მივიტანეთ სამი დრონი პრიყულის კამპანიიდან. ისინი უკვე არიან უკრაინაში", - თქვა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.
უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორივე შემთხვევაში უფასოდ მიიღო.
Bayraktar–ის ღირებულება, რომელსაც ეფექტურად იყენებენ უკრაინელები რუსეთის წინააღმდეგ ომში, 1-დან 5 მილიონ დოლარამდე. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის თქმით, 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე თურქულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა გაანადგურეს 26,5 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული სამხედრო ტექნიკა, რასაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს. თუმცა ცნობილია, რომ ხსენებული საფრენი აპარატების შესყიდვით ვლადიმირ პუტინი იყო დაინტერესებული, მაგრამ მწარმოებელმა კომპანიამ უარი განუცხადა. ამის შემდეგ მოსკოვმა ირანული დრონები შეისყიდა, რომლებიც სპეციალისტების მხრიდან დაბალტექნოლოგიურად ფასდება.
სამხედრო ექსპერტი ისრაელიდან დევიდ გენდელმანი მიიჩნევს, რომ რუსული S-300-ისა და Pantsir-S1–ისსაჰაერო თავდაცვის სისტემებმა, მნიშვნელოვნად შეზღუდა თურქული დრონების შესაძლებლობები. თუმცა უკრაინელებმა ისწავლეს ამერიკული რაკეტების (AGM-88 HARM) საბჭოთა წარმოების გამანადგურებლების მიგ–29–ების გამოყენებით გაშვება. მათი დახმარებით შესაძლებელია S-300–ების და Pantsir-S–ების განადგურება.
„სავარაუდოდ, სწორედ ეს [S-300-ისა და Pantsirei-S-ის განადგურება] მოქმედებს საჰაერო სივრცის გასუფთავების კუთხით ეფექტურად, რაც საშუალებას აძლევს როგორც უკრაინულ ავიაციას, ასევე უკრაინულ დრონებს, მეტად თავისუფლად იმუშაონ“, - აღნიშნავს გენდელმანი.
გამოცემა Defense Express–ის ექსპერტი ვალერი რიაბიხი ამბობს, Bayraktar–ის ნამუშევრის ამსახველი ახალი ვიდეოების გამოჩენა მეტყველებს "უკრაინის სამხრეთში და უპირველესად, დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე მხარეთა თანაფარდობის თვისობრივ ცვლილებაზე".
ის ამ ცვლილებას „მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის ჩახშობაზე აქტიურ მუშაობას“ უკავშირებს: უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს ის, რასაც Bayraktar–ების განადგურება შეეძლო.
„გაჩნდა შესაძლებლობა, რომ Bayraktar–ებმა აქტიურად იმუშაონ, როგორც დამრტყმელებმა. ფრონტის ხაზსს მინიმუმ რვა კილომეტრით უნდა მიუახლოვდნენ, რათა ხარისხობრივად გაანადგურონ სამიზნეები“, - აღნიშნავს რიაბიხი.
მისი თქმით, „აგრესორი ქვეყნის შეიარაღებული ძალები ხაფანგშია აღმოჩნდა. ეს ე.წ. ცეცხლის ტომარაა, როდესაც მტერი არსებითად მოწყვეტილია მიწოდების ხაზს. მათთვის ახლა ძალიან რთულია საბრძოლო მასალის, საწვავის მიწოდების ორგანიზება. საწვავი კი წინასწარი შეფასებით, დაახლოებით 70-80 ტონამდე სჭირდებათ ყოველდღიურად ტექნიკის გასამართად. შესაბამისად, მათთვის უფრო რთულია დაჭრილების ევაკუაციის, საკვების მიწოდებისა და სხვა დანარჩენი საკითხების მოგვარება“.
დასავლური წყაროების მიხედვით, ხერსონის რაიონში 20 ათასამდე რუსი სამხედროა მობილიზებული. მათ უზრუნველყოფას კი საწვავის, საბრძოლო მასალისა და ჭურვების მუდმივი მარაგი სჭირდებათ.
”ახლა, რამდენადაც მე მესმის, შესაძლებელია მხოლოდ ძალიან სარისკო გზით მიწოდება –ვერტმფრენებით, ნავებით,” – განაგრძობს რიაბიხი და დასძენს, ”მაგრამ ეს არ არის ის რაოდენობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დაჯგუფებას, როგორც აქტიურს. ჯგუფმა შეიძლება, დაკარგოს წინააღმდეგობის გაწევის უნარი“.
The Wall Street Journal-ის ცნობით, უკრაინის არმიის კონტრშეტევას ორივე მხარის დანაკარგები ახლავს.
„შეტევითი ოპერაცია უფრო რთულია, ვიდრე თავდაცვითი“, – განმარტავს რიაბიხი და დასძენს, „წარმატებული შეტევისთვის უნდა გქონდეთ უპირატესობა ტექიკაში, ადამიანურ ძალაში, ჰაერში იგივე დარტყმისთვის. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ეს კონტრშეტევა ხორციელდება შეზღუდული საშუალებების გამოყენებით. და, რა თქმა უნდა, ის არ ტარდება იმ მეთოდებით, რაც ჩვენ ვნახეთ მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ჯარების ზვავი შეტევაზე გადავიდა“.
ტექნიკის განადგურება Bayraktar–ებისერთადერთი ამოცანა არ არის – დაზვერვასაც ახორციელებენ. ამ მხრივ კი რუსებს, როგორც ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, პრობლემები აქვთ. ამასთან, ამავე წყაროს ცნობით, რუსული სამხედრო დოქტრინა ბოლო წლებში სულ უფრო მეტად ეყრდნობოდა უპილოტო საფრენ აპარატებს დაზვერვის მიზნით, მაგრამ მათზე წვდომა შეზღუდული აქვს სანქციების გამო:
„საბრძოლო დანაკარგების ფონზე, სავარაუდოა, რომ რუსეთს უჭირს დრონების მარაგის შენარჩუნება, რომელიც ამოწურულია საერთაშორისო სანქციებით გამოწვეული სათადარიგო ნაწილების დეფიციტის გამო. სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატებზე შეზღუდულმა წვდომამ შესაძლოა, გააუარესოს მეთაურების ტაქტიკურ სიტუაციური ცნობიერება და სულ უფრო შეანელოს რუსული ოპერაციები“, - ნათქვამია ანგარიშში.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ასევე მოჰყავს Odesa Journal-ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, რუსულმა თვითმფრინავებმა 5 სექტემბერს დრონებმა დასავლეთ სანაპიროზე 27 გაფრენა განახორციელეს, აგვისტოს თვეში კი დღეში 50–ს ახორციელებდნენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლის მდგომარეობით, რუსეთმა ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 876 თვითმფრინავი დაკარგა.