
ბერდიანსკში რუსეთის მიერ დანიშნული "კომენდანტი" ააფეთქეს
06/09/2022 14:01:10 ევროპა
ბერდიანსკში, ქალაქის ადმინისტრაციის შენობასთან რუსეთის მიერ დანიშნული "კომენდანტის" არტიომ ბარდინის მანქანა ააფეთქეს. ამის შესახებ რუსული მედია და ქალაქის საოკუპაციო ხელისუფლების ტელეგრამ–არხი იუწყებიან.
მათივე ცნობით, ბარდინი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.
ასევე დაზიანდა სამი სამოქალაქო მანქანა, რომელშიც აფეთქების დროს არავინ იმყოფებოდა.
რუსული პეროპაგანდისტული მედია რუსეთის მიერ დანიშნულ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქების შემდეგ ისმოდა სროლის ხმაც. მინიმუმ, ერთი ადამიანია საავადმყოფოში.