Accentnews.ge
უნგრეთი ევროკავშირის სანქციების სამი რუსი ოლიგარქისთვის მოხსნას დაჟინებით მოითხოვს

უნგრეთი ევროკავშირის სანქციების სამი რუსი ოლიგარქისთვის მოხსნას დაჟინებით მოითხოვს

06/09/2022 14:40:09 ევროპა

უნგრეთი იმუქრება, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილს ხელს შეუშლია, თუ სამი რუსი ოლიგარქი არ გამოირიცხება იმ პირთა სიიდან, რომლებსაც სავიზო აკრძალვა აქვთ და რომელთა აქტივებიც გაყინულია.

როგორც რადიო თავისუფალი ევროპისთვის გახდა ცნობილი რამდენიმე დიპლომატიური წყაროდან, რომლებიც ვითარებას კარგად იცნობენ, ბუდაპეშტი ითხოვს სანქცირებულთა სიიდან ალიშერ უსმანოვის, პეტრ ავენისა და ვიქტორ რაშნიკოვის ამოღებას. 15 სექტემბრამდე ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ მორიგი სანქციების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ამ კვირის ოთხშაბათს საკითხს ევროპული ბლოკის წევრი ქვეყნების ელჩები განიხილავენ.

ახლა სანქციების სიაში, რომლებზეც გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს თანხმობითაა შესაძლებელი, 1217 ადამიანი და 108 იურიდიული პირია.

ალიშერ უსმანოვი და პიოტრ ავენი ევროპული სანქციების ქვეშ თებერვლის ბოლოდან იმყოფებიან, როდესაც ევროკავშირის ოფიციალურმა ჟურნალმა პირველს უწოდა "კრემლის ოლიგარქი, განსაკუთრებული მჭიდრო კავშირებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან". აღინიშნა, რომ უსმანოვი ერთ-ერთია, ვინც პუტინის განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობს და მისი ბიზნესის პრობლემებს აგვარებს. მეორე კი დაასახელეს კრემლთან დაახლოებულ მდიდარ რუს ბიზნესმენებს შორის, რომლებიც რეგულარულად ხვდებიან პუტინს. „ის არ მოქმედებს პრეზიდენტის ნებისგან დამოუკიდებლად“, - ხაზს უსვამენ ბრიუსელში.

ვიქტორ რაშნიკოვი მარტში მოჰყვა სანქციების სიაში, როგორც მაგნიტოგორსკის მეტალურგიული კომბინატის მფლობელი – ერთ-ერთი უდიდესი რუსი გადამხდელი და ბიუჯეტის წყარო.

უნგრეთი ასევე დაჟინებით მოითხოვს, ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის შესაძლებლობის შენარჩუნებას, კავშირები ჰქონდეთ სანქცირებულ რუსულ ბანკებთან.

მედიაკორპორაცია რადიო თავისუფლებამ კითხვები გაუგზავნა ბუდაპეშტს, თუმცა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S